fbpx
საბერძნეთი

ათენის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ახალშობილის დედა, რომელიც სამსახურიდან გაანთავისუფლეს

ათენის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ახალშობილის დედა, რომელიც სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

ათენის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იკრძალება ფეხმძიმე და მელოგინე დედის( 40 დღემდე ჩვილის დედა) სამსახურიდან განთავისუფლება იმ შემთხვევაშიც კი თუ მას სამუშაო ხელშეკრულება ამოეწურა.

დედა, რომელიც მუშაობდა უნივერსიტეტში 01.05.2005 – დან 30.09.2010- მდე , თანმიმდევრული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტი შეუწყვიტეს რის გამოც მან სასამართლოში საჩივარი შეიტანა. საბერძნეთში, კანონი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით გვაუწყებს რომ კონტრაქტში მონაწილე ორივე მხარეს (დამსაქმებელსაც და დასაქმებულს) უფლება აქვს კონტრაქტის შეწყვეტის კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. როდესაც ეს ხდება დამსაქმებლის მხრიდან აქ საუბარია თანამშრომლის განთავისუფლებაზე, და იმისათვის რომ ეს მოქმედება იყოს კანონიერი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს. ქალბატონის შემთხვევაში, სწორედ ამ პირობების დარღვევას ჰქონდა ადგილი, კერძოდ:

1) კონტრაქტის შეწყვეტა მოხდა მხოლოდ ზეპირად და არა წერილობით;
2) მას არ გადაუხადეს თავისი კუთხვნილი კომპენსაცია;
3) ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო განთავისუფლებას;
4) იმ დროისათვის ის იყო ახალშბილის დედა რაც ეწინააღმდეგება საბერძნეთის კანონს დედათა უფლებების დაცვის შესახებ (კანონი Ν 1483/1984 მე-15 მუხლი ).

კანონი ძალაშია იმისდა მიუხედავად დამსაქმებელი ინფორმირებულია თუ არა დასაქმებულის ორსულობის შესახებ. როგორც სასამართლომ დაამტკიცა დამქირავებელმა იცოდა ქალბატონის ორსულობის შესახებ, რომელსაც ჩვილი 19.06.2010- ში შეეძინა. მასზე გაცემული იყო დეკრეტული შვებულებაც და კანონის თანახმად მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში ( 19.06.2011 -მდე ) დამქირავებელს არ ჰქონდა მისი სამსახურიდან განთავისუფლების უფლება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამქირავებელს დაეკისრა 5. 838 ევროს ზარალის ანაზღაურება.

onalem

ტესტ