fbpx
ბიზნესიეკონომიკასაზოგადოება

ათენის მთავრი ქუჩა, ერმუ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება

ათენის ცენტრალური ქუჩა ერმუ, რომელიც საცალო ვაჭრობის მთავარი ადგილია, მე-15 პოზიციას იკავებს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქუჩებს შორის. ყოველწლიური ანგარიში, სახელწოდებით “”Main Streets Across The World Report”  კომპანია Cushman & Wakefield’s-მა გამოაქვეყნა.

2018 წელს, ერმუს ქუჩაზე კვადრატული მეტრის საშუალო წლიური ქირა 3,000 ევრომდე ($3,750) გაიზარდა, გასულ წელს კი, მხოლოდ 2,640 ევრო ($3,000) იყო.

ფინანსურ კრიზისამდე, ერმუ, მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ქუჩის სიაში იყო. გასული წლების განმავლობაში, კრიზისის გამო, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 2013 წელს, ერმუს ქუჩამ 31-ე პოზიციაზე გადაინაცვლა ყველაზე დაბალი რენტაბელობით.

უფრო კონკრეტულად, კრიზისამდე, საშუალო წლიური ქირა კვადრატულ მეტრზე 4,320 ევრო ($4,905) იყო, 2013 წელს კი, ღირებულება 1,800 ევრომდე ($2,045) დაეცა.

თუმცა, უაკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ფასის ვარდნა შეჩერდა, ძირითადად, ათენის ტურისტული ბუმის და ქალაქის ცენტრში მოკლევადიანი გაქირავების ტენდენციის გამო. ამ მოვლენებმა დიდ ფირმებს ერმუს ქუჩაზე მილიონობით ევროს ინვესტირებისკენ უბიძგა. შედეგად, მას ახალი იერსახე მიეცა, რითიც გაცილებით ადვილად იზიდავს როგორც ტურისტ, ასევე, ადგილობრივ მომხმარებელს.

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირადღირებული ქუჩა ჰონგ კონგში, ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზსა და მილანში მდებარეობს.

onalem

ტესტ