fbpx
სხვადასხვა

ათენის ძველი აეროპორტი 2018 წელს დიდ გასართობ ცენტრად გადაკეთდება

ათენის ყოფილი აეროპორტის, ელინიკოს ტერიტორია მასშტაბური რეკონსტრუქციისთვის ემზადება. ამ იდეას სათავეში საინვესტიციო კომპანია “Lamda Development” უდგას. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, თუ გეგმა ნოემბრამდე დამტკიცდა და პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, ხეების მოჭრის პირველი სამუშაოები 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.

”იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი შეუფერხებლად ჩაივლის, სამი წლის შემდეგ, 2021 წელს ელინიკო ტურისტების პირველი ტალღის მიღებას შეძლებს. ეს იქნება ტურისტული და სავაჭრო-გასართობი ცენტრი,” აცხადებს დირექტორი.

ელინიკოს რეკონსტრუქციის ღირებულება 7 მილიონი ევროა. ინვესტიციის მიზანია ტერიტორიის რადიკალურად შეცვლა და გაფართოება. ფაქტობრივად, ეს იქნება დიდი ქალაქი მუზეუმებით, პარკებით, სასტუმროებით, სავაჭრო, გასართობი, სამედიცინო და სასწავლო ცენტრებით. უხეში გათვლებით, პროექტი 1 მილიონზე მეტი ტურისტის ყურადღებას მიიპყრობს.

onalem

ტესტ