fbpx
კრიმინალი

ათენის ცენტრი: ერმუს ქუჩა ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა

დღეს დილით ბერძნულ მედია სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღწერილია თუ რა მდგომარეობაა ათენის ცენტრში.

საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა, რომლებიც სინდაღმაზე გასულ ღამეს იყვნენ შეკრებილები, გაანადგურეს ყველაფერი, რისი განადგურებაც ხელკეტებით და ქვებით შეიძლებოდა. ისინი 29 წლის მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელსაც ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ედებოდა. შედეგად მაღაზიები მიწასთან არის გასწორებული, ფიქსირდება ქურდობის ფაქტებიც.

ვიდეოზე ჩანს, რომ პოლიცია მომხდარზე შესაბამისად არ რეაგირებს და ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ამ ყველაფერს ჩვეულებრივი ვანდალიზმის სახე აქვს. მათ სინდაღმიდან მონასტირაკის ჩათვლით ყველა მაღაზიას სერიოზული ზიანი მიაყენეს.

პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა და ატიკის დეპარტამენტში გადაიყვანა. თუმცა, მოგვიანებით 13 მათგანი გაათავისუფლეს, ერთი კი ისევ პატიმრობაში რჩება, ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის.

onalem

ტესტ