fbpx
საზოგადოება

ათენი: ხვალიდან ტრამვაი ნეოს კოსმოს და სინდაღმის სადგურებში არ იმოძრავებს

ხვალიდან, პარასკევიდან, კასომულიდან (ნეოს კოსმოს) სინდაღმის მიმართულებით ტრამვაის მოძრაობა შეწყდება, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების მიზნით.

როგორც Σταθερές Συγκοινωνίες აცხადებს, ათენის რამდენიმე ხაზზე აღარ იმოძრავებს ტრამვაი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მარშრუტებზე:

მე-3 ხაზი: SEF – ასკლეპიო ვულა – SEF

მე-4 ხაზი: SEF – კასომული –  SEF

მე-5 ხაზი: ასკლეპიო ვულა – კასომული – ასკლეპიო ვულა

შეფერხების განმავლობაში, მგზავრებს შეეძლებათ ისარგებლონ იგივე ბილეთით კასამული-სინტაგმას მონაკვეთზე, მეტროს მე-2 ხაზის მატარებლებით, ისევე, როგორც არსებული ავტობუსის ხაზებით.

onalem

ტესტ