fbpx
საბერძნეთი

ათენი: ხვალ მაღაზიები ღია იქნება, მოვაჭრეები კი გაფიცვას გეგმავენ!

ხვალ ათენში მაღაზიები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნული წესდება ფასდაკლებების ფარგლებში მოქმედებს.

თუმცა, ეს ფაქტი საბერძნეთის კერძო დასაქმებულთა ფედერციის წევრების მიერ უყურადღებოდ არ დარჩენილა. მათ ამავე დღეს ერმუს ქუჩაზე 24 საათიანი გაფიცვა დაგეგმეს.

”ხელისუფლების მიერ მაისში ჩატარებული მემორანდუმის ფარგლებში, კვირა დღეს მაღაზიების თანამშრომლებს მუშაობა უწევთ. თუ დაჟინებით არ მოვითხოვთ გადაწყვეტილების შეცვლას და ამ ყველაფერს არ შევეწინააღმდეგებით, კვირა დღე კვლავ სამუშაო დღედ დარჩება. ჩვენ ვიბრძოლებთ, რათა კვირა დღე დასვენების დღე იყოს. ამიტომ 5 ნოემბერს ფართომასშტაბიან 24 საათიან გაფიცვას ვგეგმავთ,” წერია ფედერაციის განცხადებაში.

onalem

ტესტ