fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: ვენიზელუს აეროპორტში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

გუშინ ათენის საერთაშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააპატიმრეს. ისინი ვენაში გამგზავრებას ცდილობდნენ.

პირველად სირიის 25 წლის მოქალაქე დააკავეს, ხოლო შემდეგ ტრეფიკინგის მსხვერპლი იმიგრანტი, რომელსაც 25 წლის მამაკაცი თავის ცოლად ასაღებდა, სინამდვილეში კი ისიც მამაკაცი იყო. ამ ყველაფრის შენიღბვას კი მუსულმანური ტანსაცმლით ცდილობდნენ.

მათ ხელისუფლების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ. წარადგინეს საბუთები,  ავთენტური სამგზავრო დოკუმენტი და გერმანიის ბინადრობის ნამდვილი ნებართვა, რომელიც სხვა ქალს ეკუთვნოდა.

25 წლის მამაკაცთან ერთად პოლიციამ წაიყვანა მისი 3 წლის შვილიც. ჩხრეკის შედეგად მათ 1, 185 ევრო აღმოაჩნდათ.

თითოეული დაკავებული ათენის პროკურატურორის წინაშე წარსდგება.

onalem

ტესტ