fbpx
კრიმინალი

ათენი: შემთხვევით ტყვიას 10 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინციდენტი გუშინ საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ახარნონის ტერიტორიაზე, მე-6 დაწყებით სკოლაში მოხდა. ამ დროს ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულებას ზეიმობდნენ. მსგავსი შემთხვევა საბერძნეთისთვის უპრეცედენტოა და მან შოკი გამოწვია მშობლებში და ზოგადად ბერძნულ საზოგადოებაში.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ბიჭს გული წაუვიდა და თავის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. თუმცა, გვამის გაკვეთის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვი ტყვიამ იმსხვერპლა. მედია სვამს კითხვას, როგორ ვერ შენიშნეს საავადმყოფოს ექიმებმა ჭრილობა, რომელიც ტყვიით იყო მიყენებული.

თვითმხილველთა თქმით, როდესაც მშობლები და მოსწავლეები სკოლის ეზოში იდგნენ, ბავშვი უეცრად ჩაიკეცა, მიწაზე დაეცა და თავიდან სისხლდენა დაეწყო.

მასწავლებლებმა მისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა სცადეს და სასწრაფო გამოიძახეს.

ბავშვი ათენის საბავშვო საავადმყოფოში 22:30 საათზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც ძალიან მძიმე. ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ბავშვს ტრამვა თავის უკანა არეში ჰქონდა მიყენებული. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ეს დაცემისგან იყო გამოწვეული.

დღეს დილას კი, შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა: ბავშვს ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

ფაქტია, რომ გასროლის ხმა არავის გაუგია. ბიჭი სხვა ბავშვებთან და მშობლებთან ერთად იდგა ეზოში.

ტელეკომპანია ERT-ის ინფორმაციით, ბიჭი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში, პულსის გარეშე მიიყვანეს. გასაოცარია, რომ ექიმებმა ვერ დაინახეს, რომ მას თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

სკოლის მხიარული ცერემონია ტრაგედიით დასრულდა.

არსებობს ინფორმაცია, რომ ამ დღეს პოლიციაში სროლასთან დაკავშირებით რამდენიმე ზარი შევიდა. ამ ტერიტორიის მაცხოვრებლები ხშირად ჩივიან კრიმინალისა და სროლის ხმების გამო.

პოლიცია იძიებს ინციდენტის ყველა შესაძლო გარემოებას.

onalem

ტესტ