fbpx
კრიმინალი

ათენი: საავადმყოფოდან 1 მილიონი ევროს ღირებულების სამედიცინო ტექნიკა მოიპარეს

პოლიცია იძიებს ქურდობის შემთხვევას, რომელიც ათენში, აგიოს სავას საავადმყოფოში მოხდა. მოპარული სამედიცინო აღჭურვილობის ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენს.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ქურდობა ორშაბათს, ღამის 02:30 საათიდან დილის 06:00 საათის პერიოდში, გასტროენტეროლოგიურ განყოფილებაში მოხდა. სხვა ნივთებთან ერთად, მოპარულია 7 ენდოსკოპი, აპარატურა, რომლითაც შინაგანი ორგანოების დათვალიერება ხდება.

არსებობს ვარაუდი, რომ მოპარული ტექნიკა არალეგალურად არის გაყიდული საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კლინიკებში.

ვიდეო კამერა, რომელიც ერთადერთი საშუალებაა ნათელი მოეფონის, თუ რა მოხდა, 30 აპრილის შემდეგ აღარ მუშაობს.

პოლიციის ვერსიით, კი ეს გააკეთეს ადამიანებმა, რომლებიც კარგად იცნობდნენ საავადმყოფოს და იცოდნენ, თუ რა უნდა წაეღოთ.

ასეთი განცხადება გააკეთა საავადმყოფოს დირექტორმა, გიორგოს დენდრამისმაც.

onalem

ტესტ