fbpx
საზოგადოება

ათენი: ქაოსი მეტროებში – ორშაბათიდან შემცირებულ ტარიფიანი ბარათები გამოდის

როგორც მეტროს თანამშრომლები იუწყებიან, გრძელი რიგები და შეზღუდვებია მოსალოდნელი ორშაბათიდან, რადგან 1 ოქტომბრიდან პერსონალიზებული, შემცირებულ ტარიფიანი ბარათები იწყებს ამოქმედებას, რომლებიც განკუთვნილია პენსიონერების, სტუდენტებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

“მცირე რაოდენობის სალაროებს, რადგან თანამშრომლები არ გვყავს, მოაწყდებიან სტუდენტები, მოხუცები და ადამიანები ჯანრთელობის პრობლემებით” – ამბობს მეტროს თანამშრომელთა კავშირის პრეზიდენტი სპიროს რევითის THEMA 104,6-თან ინტერვიუში.

“ჩვენს მოთხოვნას, რომ გაგვეზარდა თანამშრომელთა რაოდენობა, OASA-ს პრეზიდენტი არც კი გამოხმაურებია” – დაამატა სპიროსმა.

როგორც ნახსენებია, ახალი ტიპის ბარათები პირველ და მესამე ხაზის მხოლოდ 6  სალაროსთვის გამოიცა, ხოლო მეორე ხაზის 5 სალაროსთვის. “დანარჩენი სალაროები დაკეტილია, რადგან თანამშრომლები არ გვყავს” – დასძინა სპიროს რევითისმა.

 

onalem

ტესტ