ათენი: ნახეთ ხვალინდელი გაფიცვის განრიგი

დღეს საჯარო ტრანსპორტის გაფიცვის გამო ათენში საშინელი საცობები შეიქმნა.

ქალაქის ცენტრში კი, სინდაღმაზე პოლიციამ საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა.

ხვალ, 18 მაისს ავტობუსები იმუშავებენ დილის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ტროლეიბუსები იმუშავებენ დილის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

აღნიშნული საჯარო ტრანსპორტი ამ საათებში იმოძრავებს შეფერხებით, 40 წუთში ერთხელ.

მეტრო, ტრენო და ტრამი იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.