fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ათენი: მომიტინგეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელი ნაგვით ჩაკეტეს

ისინი მუდმივ სამუშაო ადგილებს ითხოვენ …

ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საკუთარ სტატუსს აპროტესტებენ და ეს შინაგან საქმეთა სამინიტროს წინ ნაგვის დაყრით გამოხატეს.

დღეს არ არის პირველი დღე, როცა მათ ათენის ყველა უბნიდან აგროვებული ნაგავი, სამინისტროს შესასვლელში დაყარეს. ისინი მუდმივ სამუშაო ადგილებს ითხოვენ და იმუქრებიან, რომ საპროტესტო აქციები 4 დღის მანძილზე გაგრძელდება. ახლახანს სასამართლომ დროებითი კონტრაქტები დაადგინა, რასაც პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა.

ათენში სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა, ამას ემატება ჰაერის გაზრდილი ტემპერატურა და აუტანელი სუნი, რომელიც ნაგვის დაყრამ გამოიწვია.

onalem

ტესტ