fbpx
საზოგადოება

რიგები ათენის მეტროში დაბალტარიფიანი ბილეთების გამო

ათენის მეტროებში წინა თვეების მსგავსი სიტუაციაა. დიდი რიგები იქმნება სალაროებთან, რადგანაც მოქალაქეები ახალი, დაბალტარიფიანი ელექტრონული ბილეთების და ბარათების აღებას ცდილობენ. როგორც ცნობილია, ძველი, ქაღალდის ბილეთები გაუქმდა.

როგორც უკვე მეტროს თანამშრომლებმა განაცხადეს, ამ პრობლემის წინაშე მოსახლეობა იმიტომ დგას, რომ არსებულ 3 ხაზზე, ამ მომენტისათვის, მხოლოდ 17 სალარო მუშაობს. 6-6 პირველ და მესამე ხაზზე, ხოლო 5 სალარო – მეორე ხაზზე.

“დანარჩენი სალაროები იმიტომ არ ფუნქციონირებს, რომ თანამშრომლები არ გვყავს” – განაცხადა  მეტროს თანამშრომელთა კავშირის თავმჯდომარემ THEMA 104.6-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ბილეთის ასაღებად საჭიროა წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი (ID) მოწმობა, აგრეთვე, AMKA. ბენეფიციართა შემცირებული ტარიფისთვის კი, დამატებითად საჭიროა, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა.

აღნიშნული ბარათები განკუთვნილია სტუდენტების, სპეციალური საჭიროებების მქონე პირების, უმუშევრების, პენსიონრებისა და სხვა ბენეფიციარებისთვის, რომელთაც აქვთ უფლება ისარგებლონ შეღავათიანი ტარიფით.

იხილეთ ფოტოები, რომელებიც ასახავს იმას, თუ რა სიტუაცია იყო ბილეთების სალაროებთან დღეს დილით:

onalem

ტესტ