fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ათენი: გოგონამ პირადობის მოწმობა დაკარგა, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ პაკისტანელზე იყო დაქორწინებული!

უჩვეულო ინციდენტი 23 წლის გოგონას შეემთხვა, რომელიც ათენში ირაკლიოდან სასწავლებლად იყო ჩამოსული. ის ქურდობის მსხვერპლი გახდა, დაკარგა საფულე, რომელშიც საკრედიტო ბარათები და პირადობის მოწმობა ჰქონდა.

ეს ყველაფერი 2014 წელს მოხდა. გოგონა პოლიციაში წავიდა და დაკარგული ნივთების შესახებ განაცხადა. პარალელურად ის უნივერსიტეტის დამთავრებისთვის ემზადებოდა და ოჯახური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ესაჭიროებოდა. ამისთვის მუნიციპალიტეტს მიმართა და საბუთის მიღებისას აღმოაჩინა, რომ ის 50 წლის პაკისტანელზე იყო დაქორწინებული. თანაც ქორწინება ორმხრივი თანხმობის საფუძველზე იყო შემდგარი.

რა მოხდა რეალურად?

ქურდი, რომელმაც გოგონას პირადობის მოწმობა მოიპარა, აღნიშნული დოკუმენტით ნოტარიუსთან მივიდა, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა ”პატარძალთან” ერთად და ქორწინების აქტი ოფიციალურად გააფორმა. ეს, რა თქმა უნდა, გააკეთა იმისთვის, რომ საბერძნეთის მოქალაქის სტატუსი მიეღო!

ოჯახს დიდი ბრძოლა დასჭირდა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა საბუთების სიყალბე ქვეყანაში, სადაც ქაღალდები ყველაფერია. თუმცა, ატიკის უშიშროების სამსახური გაოცებული იყო აღნიშნული ფაქტით, ვინაიდან მათი თქმით, ეს შემთხვევა უპრეცენდენტოა.

onalem

ტესტ