fbpx
კულტურაპოზიტივი

ათენი ევროპის ყველაზე ინოვაციური დედაქალაქია

ევროკომისიამ ათენს “ევროპის ინოვაციური ქალაქი 2018”-ის  წოდება მიანიჭა და ფულადი ჯილდო გადასცა, რომელიც 1 მილიონ ევროს შეადგენს.

ათენი წლევანდელი პრიზიორი გახდა შეჯიბრისა, რომელიც ევროკავშირის Horizon 2020 კვლევისა და ინოვაციური პროგრამის მიერ არის დაფინანსებული.

ხუთეულში მოხვედრილი ქალაქები: ორჰუსი (დანია), ჰამბურგი (გერმანია), ლოვენი (ბელგია), ტულუზა (საფრანგეთი) და უმეო (შვედეთი) 100,000 ევროთი დაჯილდოვდნენ. საპრიზო თანხები ადგილობრივი ინოვაციური საქმიანობის და სხვა ქალაქებთან თანამშრომლობის განვითარებას მოხმარდება.

კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციების წარმომადგენელმა, კარლოს მოენდესმა გამარჯვებული ქალაქი ლისაბონის სამიტზე ინტერნეტით გამოაცხადა: “ქალაქები ინოვაციების შუქურაა. ისინი ტალანტს და ახალ შესაძლებლობებს მაგნიტივით იზიდავენ. ევროპის ინოვაციური დედაქალაქის ტიტულით ჩვენ იმ ქალაქებს ვაჯილდოვებთ, რომლებიც ერთი ნაბიჯით წინ მიდიან ახალი იდეების და ტექნოლოგიების სფეროში. ამას გარდა, მათ უნდა მოუსმინონ მოქალაქეების აზრს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს მათი ქალაქები.”

მან ასევე აღნიშნა, რომ “ათენი სამაგალითო ქალაქია. იმის მიუხედავად, რომ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაინც დიდ შედეგებს აღწევს. ათენმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისის მოგვარების მიზანი ინოვაციებში იპოვა, რითაც დაამტკიცდა, რომ მთავარი არა სირთულეები, არამედ მათ ფონზე შენი გაზრდა და წინ წასვლაა.”

წარმოგიდგენთ დაფინანსებული ინოვაციური პროექტების ნაწილს, რომელთაგან ერთ-ერთია The POLIS² პროექტი. მისი მიზანია მიტოვებული შენობების აღორძინება მოსახლეობისთვის, მცირე ბიზნესისთვისს, შემოქმედებითი საზოგადოებისთვის და სხვა ჯგუფებისთვის, რათა ათენის ყველა კუთხეში სიცოცხლე ჩაისახოს.

მეორე პროექტია კიფსელის მინიციპალური ბაზრის რეკონსტრუქცია. იგი 90 წლის ისტორიული შენობაა. ამ პროექტს ათენელების დიდი მხარდაჭერა აქვს. თანამედროვე ბაზარი გამოფენებს, სემინარებს, თეატრალურ წარმოდგენებს და სხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

მესამე პროექტი სერაფინის კომპლექსის ექპლუატაცია და მისი საბავშვო ცენტრად გარდაქმნაა, რომელიც პოპულარული გასართობი ადგილი გახდება.

მომდევნო პროექტი ლტოლვილებს ეხება. უნდა შეიქმნას გარემო, სადაც ისინი შეისწავლიან ენას, ურთიერთობა ექნებათ სხვა მოქალაქეებთან, რითაც განივითარებენ ახალ უნარ-ჩვევებს, გაუჩნდებათ დასაქმების და საზოგადოებაში აქტიურად ჩაბმის შესაძლებლობა.

ბოლო პროექტის სახელწოდება გახლავთ “ეს არის ათენი”, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტმა უნდა მოიწვიოს მოხალისეები, რომლებიც ქალაქის აწმყოსა და წარსულზე მოუყვებიან მილიონობით ტურისტს, რომელიც ათენს ყოველ წელს სტუმრობს.

onalem

ტესტ