fbpx
საზოგადოება

ათენი: დედამ შვილზე მეურვეობა დაკარგა, რადგან მას სახლის პირობებში ასწავლიდა

2 წლის წინ საბერძნეთში ხრისტინამ საკუთარ შვილზე მეურვეობა დაკარგა, რადგან გადაწყვიტა, რომ 8 წლის გოგონასთვის სკოლის ნაცვლად სახლში ესწავლებინა. პროკურორის ბრძანებით პოლიციამ ბავშვი სახლიდან წაიყვანა. საბერძნეთში სახლში სწავლება დაშვებული არ არის და მიიჩნევა, რომ ეს არალეგალურია. ინგლისურის მასწავლებელი გახდა პირველი დედა, რომელსაც ამის გამო შვილზე მეურვეობა ჩამოართვეს..

ხრისტინამ ტელეკომპანია ANT-ს მიმართა და განაცხადა, რომ პოლიცია მას დამნაშავეს უწოდებდა და უჩნდება კითხვა, სად იყო სახელმწიფო მაშინ, როცა ბავშვს მარტო ზრდიდა.

ტელეკომპანიის განცხადებით, გასულ კვირას დედა ბავშვის თვალწინ დააპატიმრეს კიდეც.

ხუთშაბათს ათენის სასამართლომ ბავშვის დედას 10 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გოგონას მამამ, რომელიც ქალის ყოფილი პარტნიორი იყო (ანუ არა ოფიციალურ ქორწინებაში), ბავშის გატაცების გამო საჩივარი შეიტანა. მედიის ინფორმაციით, ის ბავშვის დედის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას და ამბობს, რომ მასწავლებელს სახლში სწავლებისთვის ლიცენზია არ ჰქონია. გამომდინარე აქედან, მეურვეობა მამას გადაეცა.

აქ საყურადღებოა ფაქტი, რომ არსებობენ სხვა მშობლები, რომლებიც შვილებს განათლებას სახლში აძლევენ, ეს კი, როგორც აღვნიშნეთ, უკანონოა.

ბავშვის დედა აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის მისი ქმედება არალეგალური, როდესაც ევროპის კავშირის ქვეყნებში სახლში სწავლება დაშვებულია.

2015 წელს ის აპირებდა მიემართა ევროპული სასამართლოსთვის, რათა დაეცვა საკუთარი, ადამიანური უფლებები.

საბერძნეთში საჯარო განათლება, 15 წლამდე სავალდებულოა.

onalem

ტესტ