fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: ცოლ-ქმრის საჯარო ჩხუბი ერთ-ერთი კონცერტის მსვლელობისას

ბერძნული ინტერნეტ სივრცე სამოყვარულო ვიდეომ მოიცვა, რომელზეც ათენში გამართული ერთ-ერთი კონცერტია აღწერილი. ვიდეოზე ჩანს, რომ მამაკაცი სხვა დამსწრეებს ეჩხუბება, ხოლო მისი მეუღლე მის დამშვიდებას ცდილობს. სხვა მაყურებლებმა ეს ყველაფერი რეაქციის გარეშე არ დატოვეს და ჩხუბიც დაიწყო.

რით დაიწყო ეს ყველაფერი? როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, მამაკაცის გვერდით მსხდომმა ხალხმა მას სთხოვეს, ოდნავ გვერდით გადამჯდარიყო. მან უარი განაცხადა, რაზეც მასზე რაღაც ირონიული ჩაილაპარაკეს.

შედეგად, მამაკაცმა გინება და ჩხუბი დაიწყო. შელაპარაკება მასსა და მის ცოლს შორის, რომელიც მას ამშვიდებდა, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ქალბატონს შესთავაზეს პოლიცია გამოეძახებინა და ჩვენება მიეცა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

იხილეთ ვიდეოები:

https://www.facebook.com/vera.kartalou/videos/10214033045804914/

https://www.facebook.com/vera.kartalou/videos/10214034138152222/

onalem

ტესტ