fbpx
კრიმინალი

ათენი: პოლიციამ ცნობილი ”სეიფის ქურდები” დააკავა

ათენის გარეუბან მენიდიში საბერძნეთის პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. აქედან 14 ყაზახეთის, ხოლო 1 ალბანეთის მოქალაქეა. დაკავებულია ასევე დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.

მათ ბრალად ედებათ, სეიფის ათობით შეიარაღებული ძარცვა, მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში.

ზოგადად კი, მათ 3 წლის მანძილზე ჩადენილი აქვთ ასობით ქურდობა და ყაჩაღობა ატიკის რეგიონში.

onalem

ტესტ