fbpx
კრიმინალი

ათენი: ცნობილი ბერძენი ფიტნეს მოდელი მოკლეს

ბერძული მედიის ცნობით, ათენში ცნობილი ფიტნეს მოდელი და ბოდი ბილდერი მაშინ მოკლეს, როდესაც მას საკუთარი შვილი სკოლაში მიჰყავდა.

ინციდენტი დღეს, 3 მაისს დილით, გლიკა ნერას გარეუბანში, ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს მოხდა. როგორც ცნობილია, 4 მამაკაცი მოტოციკლის შლემებით, მსხვერპლს მანქანაში კალაშნიკოვის ტიპის იარაღით ელოდებოდა.

როდესაც ვასილიმ უცნობი ხალხით სავსე მანქანა დაინახა, მიხვდა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ და თავისი შვილის გადარჩენა სცადა, მან ბავშვს უთხრა, რომ სკოლაში გაქცეულიყო.

ბავშვი გაიქცა და მასწავლებელს ტირილით უთხრა, რომ იქ მამამისს კლავდნენ. სწორედ ამ დროს უცნობებმა ცეცხლი გახსნეს.

თვითმხილველთა თქმით, ორი უცნობი ”Hyundai”-ს მარკის ავტომობილს მართავდა. მათ გზა გადაუკეტეს ”Mercedes”-ის მარკის ავტომობილს გზაზე, რომლითაც გრივასს შვილი სკოლაში მიჰყავდა. მკვლელი მას პირდაპირ გაუსწორდა და ორი 9 მმ კალიბრიანი იარაღით ესროლა. თავდამსხმელმა მინიმუმ 8-ჯერ გაისროლა. ტყვია ასევე მოხვდა ქალბატონს, რომელიც ახლომახლოს იყო, რადგან მანაც შვილი სკოლაში მიიყვანა. ის მხარში დაიჭრა, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან სწრაფად გაუჩინარდნენ, თუმცა სკოლიდან ცოტა მოშორებით, აგამემნონოს ქუჩაზე მათ ცეცხლი წაუკიდეს მანქანას, რომელიც შემდგომში პოლიციამ იპოვა. კრიმინალები გრივასს დიდი ხნის მანძილზე უთვალთვალებდნენ და ყველაზე ”რბილი” მომენტი შეარჩიეს, როდესაც ბავშვი სკოლაში გაუშვა.

პოლიციას სჯერა, რომ ეს მკვლელობა კრიმინალურ ჯგუფებს შორის ანგარიშების გასწორება იყო. გრივასს, მას შემდეგ, რაც მისტერ საბერძნეთი გახდა, პრობლემები ჰქონდა კანონთან და მიჩნეული იყო კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.

onalem

ტესტ