fbpx
კრიმინალი

ათენი: ბოშებმა პოლიციელებს მარმარილოთი თავი გაუტეხეს

ბოშებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სერიოზული ინციდენტი მოხდა საღამოს, 21:00 საათის შემდეგ, პირეასა და კიფისოს ქუჩების გადაკვეთაზე, რენტიში.

6 ბოშა მაშინ დაესხა 2 სამართალდამცავს თავს, როდესაც პოლიციამ მათი მანქანა გადასამოწმებლად გააჩერა.

პოლიციის თანამშრომლების ინფორმაციით, ბოშებს მარმარილოს ნატეხები ჰქონდათ. სწორედ ამ “იარაღით” დაესხნენ მათ თავს. სამართალდამცავებს დაზიანებული აქვთ თავი და ხელები. ამ დროისთვის, 4 ეჭვმიტანილია დაკავებული.

ათენის პოლიციის ოფიცერთა კავშირმა გამოაქვეყნა დაჭრილი თანამშრომლების ფოტოები და წერილი, სადაც საუბარია ბოლო დროს გახშირებული თავდასხმების შესახებ.

იხილეთ დაშავებული პოლიციელების ფოტოები:

onalem

ტესტ