fbpx
საბერძნეთი

ათენი: ავტობუსის მძღოლები თავის ტკივილისა და თავბრუსხვევის გამო ჩივიან, რასაც ახალი სისტემა იწვევს

ათენის სატრანსპორტო კავშირი ეჭვობს, რომ მძღოლები რადიაციისგან იტანჯებიან. ეს კი გამოწვეულია ახალი საბილეთო სისტემისგან, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ დაამონტაჟეს.

მძღოლები ამბობენ, რომ ისინი თავის ტკივილებსა და თავბრუსხვევას უჩივიან.

”პრობლემა დაკავშირებულია ორ რადიაციულ მოწყობილობასთან, რომელიც ზუსტად მძღოლის სავარძლის ზემოთ არის დამონტაჟებული. ეს პერსონალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მათი სკამები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრითაა დაშორებული. შემოდის უამრავი საჩივარი თავის ტკივილებთან და თავბრუსხვევებთან დაკავშირებით, რაც მას შემდეგ დაეწყოთ, რაც ახალი სისტემა დამონტაჟდა,” წერია განცხადებაში.

სატრანსპორტო კავშირი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს მეცნიერული გამოკვლევა, აჭარბებს თუ არა მოწყობილობების რადიაციის ხარისხი დასაშვებ ნორმას, რადგან მძროლების ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშ დგას.

თუ შემოწმება არ მოხდება, კავშირი ვარაუდობს, რომ მძღოლები ახალ სისტემას უბრალოდ მოხსნიან ავტობუსებიდან.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მოქალაქისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლები ავტობუსის მართვისას გამუდმებით ტელეფონზე საუბრობენ და შესაძლოა, სწორედ აქედან იღებენ რადიაციას.

onalem

ტესტ