fbpx
კრიმინალიპოლიტიკა

ათენი: ანარქისტები პარლამენტში შეღწევას ცდილობდნენ

ათენში, ცენტრალურ მოედანზე აქციის თითქმის ორი ათასი მონაწილე პარლამეტში შეღწევას ცდილობდა. ისინი პოლიციას ქვებსა და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. საპასუხოდ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გახსნა.

არეულობისას სამი ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ჩაეშალათ სხდომა, რომელზეც ახალი კანონპროექტი განიხილებოდა. აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს ხელფასებისა და პენსიების შემცირებას და გადასახადების გაზრდას.

ბერძნები ორი დღის მანძილზე აპროტესტებდნენ ახალ კანონებს, რის გამოც საბერძნეთში არაერთი მსვლელობა თუ გაფიცვა მოეწყო.

თუმცა, ამას დეპუტატების გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია და კანონი გატარდა.

კანონი მმართველმა კოალიციამ მიიღო. 153 დეპუტატმა მმართველი კოალიცია ”SYRIZA”-დან და ”ANEL”-იდან (”დამოუკიდებელი ბერძნები”) ხმა კანონის სასარგებლოდ მისცა. პარლამენტში სულ 300 სკამია.

ოპოზიცია კანონს დაუპირისპირდა და მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთ პუნქტს, რომლის მიხედვითაც კრედიტორებმა დეპუტატთა შეღავათები უნდა გააუქმოს და ისინი ჩვეულებრივ მოქალაქეებთან გაათანაბრონ.

”ოქროს განთიადის” პარტიამ საერთოდ გამორიცხა კანონპროექტის განხილვა და მათ წერილი გააგზავნეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი კანონის მიღების წინააღმდეგი იყვნენ.

onalem

ტესტ