fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენი: 54 წლის ბელგიელი ტურისტის იდუმალებით მოცული მკვლელობა

16 ივნისის ღამეს ბელგიის მოქალაქე ათენში, კერძოდ, ნეოს კოსმოს რაიონში გავლელმა გარდაცვლილი იპოვა. მამაკაცს ჭრილობა შუბლის არეში ჰქონდა მიყენებული. პოლიცია საქმეს იძიებს, თუმცა, აუტოფსიის წინასწარი შედეგებით, არ დადასტურდა ვერსია, რომ ტურისტი იარაღით მოკლეს. პოლიციისთვის ასევე საინტერესოა ფაქტი, რომ ადგილს, სადაც ბელგიელის გვამი იპოვეს, ჩვეულებრივ, ტურისტები არ სტუმრობენ.

54 წლის მამაკაცის სხეული 22:00 საათის შემდეგ, პატარა პარკში აღმოაჩინეს, ეს ადგილი ძალიან ახლოსაა სიგრუს გამზირზე მდებარე 5 ვარსკვლავიან სასტუმროსთან. თუმცა, სახელმწიფო ტელევიზია ERT აცხადებს, რომ ბელგიელი ტურისტი სულ სხვა სასტუმროში იყო დაბინავებული.

დღეს ჩატარებული აუტოფსიის შედეგად დადასტურდა, რომ მამაკაცისთვის შუბლზე აღმოჩენილი ღია ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან არ არის მიყენებული.

ასევე გამორიცხეს ყაჩაღობის შესაძლებლობა, რადგან პასპორტი და ფული მის ჯიბეში იქნა ნაპოვნი.

მამაკაცი ათენში 2017 წლის 10 ივნისს ჩამოვიდა.

პოლიცია ბელგიელი ტურისტის სიკვდილის ყველა შესაძლო გარემოებას იძიებს.

onalem

ტესტ