fbpx
საზოგადოება

“ასვლა მხოლოდ წინა კარიდან” – ათენის ავტობუსის მძღოლების მოთხოვნა

ბოლო ორი დღეა ათენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დიდი მღელვარებაა. ალბათ უკვე გამოსცადეთ, რომ ავტობუსის ბევრი მძღოლი ამსვლელთათვის მხოლოდ წინა კარს აღებს. შედეგად კი ზოგიერთი მგზავრი მშვიდად ემორჩილება ცვლილებას, ზოგს კი მძაფრი რეაქცია აქვს. ერთი რამ ცხადია, ამ ყველაფერმა დისკომფორტი შექმნა.

“ასვლა მხოლოდ წინა კარიდან” – ეს არის მოთხოვნა, რომელიც ხშირად ისმის მძღოლებისგან და როცა მგზავრთა მხრიდან კრიტიკულ შენიშვნებს აწყდებიან, ამბობენ, რომ ეს მათი სამუშაოს ნაწილია. და მართლაც, OASA-მ აღნიშნული გადაწყვეტილება უბილეთობის პრობლემის აღმოსაფხვრელად მიიღო.

ბოლოს ჩატარებული კვლევების საფუძველზე გაირკვა, რომ ავტობუსებსა და ტროლეიბუსებს მგზავრთა 49, 5% იყენებს, რომელთაგან ბილეთი მხოლოდ 17, 5% -ს აქვს.

სწორედ ამიტომ, კომპანიამ გამოყო 65 ოფიცერი, რომელიც ტრანსპორტში ბილეთებს შეამოწმებს. ისინი გასანაწილებლად უკვე მზად არიან.

გარდა, ამისა, მათთვის, ვისაც ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს, ავტობუსებზე განთავსებულია წარწერა, რომ ამსვლელებმა მხოლოდ წინა კარი უნდა გამოიყენონ.

onalem

ტესტ