fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ასპროპირგოსი: ძიძების სასტიკი მოპყრობა ბავშვების მიმართ საბავშვო ბაღში

მშობლები, რომლებსაც საკუთარი შვილები ასპროპირგოსის ერთ-ერთ ბაღში დაჰყავთ, შოკისმომგვრელ განცხადებებს აკეთებენ. მათ დუმილი დაარღვიეს და მუნიციპალიტეტს აცნობეს, რომ აღნიშნულ ბაღში მასწავლებლები, რომლებიც ამავე დროს ძიძებიც არიან, ბავშვებზე ძალადობენ. იგივეს ამბობენ ბაღის ხელმძღვანელზეც.

საქმე ათენის სასამართლოს პირველ ინსტანციაში გადაიგზავნა. შესაბამისად დაიგეგმა ჩატარდეს პირველადი შემოწმება საჩივრების საფუძველზე. როგორც  protothema.gr იტყობინება, მუნიციპალიტეტში მშობლებს არანაირ პასუხს არ სცემდნენ, ვიდრე ბაღის ყოფილი თანამშრომლები არ ალაპარაკდნენ და ჟურნალისტებთან არ ისაუბრეს.

სოფია მურატიდი: “მე იქ პრაქტიკა გავიარე და ჩემთვის აუტანელი იყო ის, რასაც ვხედავდი. მე ვესაუბრე მერს თუმცა, მისგან ვერანაირი პასუხი და მოქმედება ვერ მივიღე.”

მშობლები აცხადებენ, რომ მათ შვილებს საბავშვო ბაღში სასტიკად სცემენ, ურტყამენ თავში და ემუქრებიან. ეს ყველაფერი კი ასპროპირგოსის მერის ყურადღების მიღმა რჩება.

იქ მომუშავე ყოფილი პერსონალის ამბობს, რომ ძიძები ცემას არ სჯერდებიან და როდესაც ყავის დალევა მოესურვებათ, ისინი მიდიან საბავშვო ბაღიდან და ბავშვებს მარტო ტოვებენ, შემდეგ კი საცხობებსა და კაფეებს სტუმრობენ.

იმ დროს, როცა სამი ძიძა ბაღიდან გასული იყო, 30-40 ბავშვი მხოლოდ ერთ ძიძასთან ერთად იყო დატოვებული, რომელიც ბაღში პრაქტიკას გადიოდა.

onalem

ტესტ