საბერძნეთი: ასობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი 2018 წელს – რას აჩვენებს კვლევები

2018 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საბერძნეთის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბევრ კარგ და ცუდ მოვლენას ჰქონდა ადგილი. ეს ძირითადად უკავშირდება უმუშევრობასა და ახალ სამუშაო ადგილებს.

საბერძნეთის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის პირველი 9 თვის მანძილზე სულ  2,057,917 ვაკანსია გამოქვეყნდა, 1,769,548-მა ადამიანმა დატოვა სამსახური, რაშიც შედის სამუშაოს როგორც ნებაყოფლობითი, ასევე იძულებითი დატოვება.

288,369 ახალი სამუშაო ადგილი – ეს არის ყველაზე პოზიტიური ბალანსი, რომელიც ქვეყანაში 2001 წელის შემდეგ შეიქმნა და დაფიქსირდა.

თუმცა, ამ ყველაფერს თავისი ხარჯები აქვს.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, სამუშაო ადგილების 53,02% ნახევარ განაკვეთზეა, ეს კი 4,44%-ით მეტია, ვიდრე 4 წლის წინ იყო.

melano

ტესტ