fbpx
ემიგრაციაემიგრაციული სიახლეები

ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მთხოვნელ პირთათვის საბერძნეთში

ნაწილი პირველი.
ზოგადი ინფორმაცია
საერთაშორისო დაცვის მთხოვნელი პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც მიმართავს ზეპირი ან წერილობითი ფორმით საბერძნეთის ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს თავშესაფრის მოთხოვნით ან ითხოვს, რომ არ მოხდეს მისი დეპორტირება, რადგან არსებობს მისი დევნის საშიშროება რასის, სარწმუნოების, მოქალაქეობის, გარკვეული სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური მრწამსის ნიშნით, ან ვინაიდან მას ემუქრება სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე თავისი მოქალაქეობრივი კუთვნილების ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში. კერძოდ, მას ემუქრება სიკვდილით დასჯა ან დახვრეტა, წამება ან არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა, ან საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს ან ფიზიკურ ხელშეუხებლობას საერთაშორისო ან სამოქალაქო კონფლიქტების გამო.
საერთაშორისო დაცვის მთხოვნელად ითვლება ის უცხოელიც, რომელიც გადმოყავთ საბერძნეთში იმ ქვეყნიდან, რომელიც ასრულებს ”დუბლინი”-ს რეგულირებას.
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა : სად და როგორ უნდა შეიტანოთ განცხადება. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის განცხადებით შეგიძლიათ მიმართოთ უფლებამოსილ ორგანოებს. ესენი არიან: თავშესაფრის რეგიონალური სამსახურები და თავშესაფრის რეგიონალური სამსახურების ფილიალები.
გაცნობებთ, რომ თავშესაფრის სამსახურის კომპეტენციაში არ შედის თქვენი განცხადების მიღება თუ:
– თქვენ უკვე შეიტანეთ საერთაშორისო დაცვის განცხადება პოლიციაში, რომლის განხილვაც არ არის დასრულებული.
– ხართ უცხოელის თავშესაფრის მაძიებლის დამადასტურებელი სპეციალური ბარათის მფლობელი (“ვარდისფერი ბარათი”). აგრეთვე ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება თქვენი თითის ანაბეჭდების აღება, რის შედეგადაც თავშესაფრის სამსახური დაადგენს გაქვთ თუ არა უკვე შეტანილი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის განცხადება, და დაუყონებლივ
გადამოწმდება არის თუ არა თქვენი განცხადება განხილვის პროცესში.
– თუ თქვენ ხართ პატიმარი ან იმყოფებით პირველადი მიღებისა და იდენტიფიცირების ცენტრში საპატიმროს ან პირველადი მიღების დაწესებულების უფლებამოსილი სამსახური აცნობებს თავშესაფრის სამსახურს თქვენი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის განცხადების სურვილის შესახებ.
– საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ პირადად უნდა გააკეთოთ ზეპირი ან წერილობითი განაცხადი. აგრეთვე, შეგიძლიათ შეიტანოთ განცხადება თქვენი ოჯახის წევრების სახელზეც იმ შემთხვევაში, თუ ისინი თქვენთან ერთადიმყოფებიან საბერძნეთში და აქვთ ამის სურვილი. ამ შემთხვევაში, თქვენი ოჯახისწევრები უნდა გამოცხადნენ თავშესაფრის სამსახურში თქვენთან ერთად.თუ თქვენ, განცხადების შეტანის დროს არ გესმით თავშესაფრის სამსახურისთანამშრომლის საუბარი, გახსოვდეთ, რომ არსებობს თარჯიმანი, რომელიც დაგეხმარებათ.
– თავშესაფრის განცხადების შეტანის დროს ვალდებული ხართ სრული გულახდილობით უპასუხოთ თანამშრომლის შეკითხვებს. თუ თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ან მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს უარყოფით ზეგავლენას მოახდენს თქვენი განცხადების განხილვაზე.
ქვეყნები რომლებიც ასრულებენ ”დუბლინი II”- ის რეგულირებას არიან: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, დანია, შვეიცარია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია, ჰოლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, ჩეხეთი, ფინეთი.
ტელ: 210 69 88 660 . საბერძნეთის რესპუბლიკის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრო.