fbpx
კრიმინალი

არტემის სორასის ძებნის ოპერაციის დროს პაკისტანის მოქალაქე დააკავეს

არტემის სორასის ძებნის გამო პოლიციამ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიიღო. საიდუმლო ოპერაციისას მათ პაკისტანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალი თანამემამულის მკვლელობასა და სხეულის დანაწევრებაში ედება. ეს ყველაფერი პირგოსში ხდება.

ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, პაკისტანელი 04:00 საათზე დააკავეს. სორასის ძებნა კი კვლავ გრძელდება. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის და მისი მეუღლე სპარტაში, ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ, ტყუილი აღმოჩნდა.

საბერძნეთის პოლიცია განსაკუთრებული სიფრთხილით ეძებს საკამათო ფიგურას, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ სორასმა უკვე სატოვა ქვეყნის საზღვრები.

შეგახსენებთ, რომ სორასსა და მის მეუღლეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

არტემის სორასი, ბერძენი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც განაცხადა, რომ საბერძნეთის ვალის დაფარვას შეძლებდა. ის და მისი მეუღლე დააპატიმრეს. სასამართლო სხდომაზე ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ისინი პოლიციის თვალთახედვის არეალიდან გაუჩინარდნენ და ამ დრომდე ძებნაში არიან.

onalem

ტესტ