არტემის სორასი თავის მეუღლესთან ერთად მიმალვაშია

საკამათო ფიგურა – არტემის სორასი ჯერ კიდევ მიმალვაშია და პოლიცია მის ძებნას ისევ აგრძელებს მთელი საბერძნეთის მასშტაბით.

შეგახსენებთ, რომ არტემის სორასსა და მის მეუღლეს 8  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სორასი, ბერძენი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ცნობილი გახდა თავისი განცხადებით, რომ ის შეძლებდა საბერძნეთის ვალის დაფარვას. მასთან ერთად დააკავეს მისი ცოლიც. სასამართლო სხდომა მათ საქმესთან დაკავშირებით პატრასში პარასკევს დაიხურა. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ისინი მიიმალნენ და ამჟამად ძებნაში იმყოფებიან.

Patrastimes.gr-ის ინფორმაციით, არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ ქვეყნის საზღვრები დატოვეს. სავარაუდო ქვეყანა კი, სადაც იცინი იმყოფებიან, იტალიაა. მიმდინარეობს პატრასის პორტებისა და საზღვაო კომპანიების შემოწმება, რათა დადგინდეს აღებულია თუ არა მის სახელზე ბილეთი.

ამავე დროს, პოლიცია ძალისხმევას არ იშურებს, რომ ტელეფონის საშუალებით მოხდეს მათი ადგილსამყოფელის გარკვევა. იმ შემთხვევაში, თუ სორასის მიერ ქვეყნის საზღვრების დატოვება დადასტურდება, მათზე საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი გაიცემა.

melano

ტესტ