fbpx
კატეგორიის გარეშე

არტსა და ირაკლიოს საავადმყოფოებში უკანონოდ მომუშავე ექთნები აიყვანეს

24 საათში პოლიციამ დააკავა სამი ქალბატონი, რომლებიც შესაბამისი კვალიფიკაციისა და სპეციალური ლიცენზირების გარეშე უწევდნენ პაციენტებს საექთნო მომსახურებას.

არტას გენერალურ საავადმყოფოში შემოწმების დროს, უსაფრთხოების ოფიცრებმა 55 წლის ბერძენი და 37 წლის უცხოელი ქალი დააკავეს. ისინი უკანონოდ მუშაობდნენ.

ორივე მათგანი პროკურატურაში, პაციენტებისთვის არალეგალური მომსახურების გაწევის ბრალდებით წარსდგა.

იმავე ბრალდებით დააკავეს ოთხშაბათს, შუადღისას, 52 წლის უცხოელი ქალი, რომელიც ირაკლიოს საავადმყოფოში პაციენტს საექთნო მომსახურებას უწევდა.

გრძელდება გამოძიება ქვეყნის მასშტაბით სხვა “ექთნების” იდენტიფიცირებისთვის.

უცხოელების ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

onalem

ტესტ