fbpx
მსოფლიო

არსებული ინფორმაციით, “ლონდონ ბრიდჯზე” მომხდარი თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა

ლონდონის პოლიციის განცხადებით, “ლონდონ-ბრიდჯის” ხიდზე მომხდარი ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაღუპული. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.

ლონდონში, ლონდონ-ბრიდჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიცია შემთხვევას როგორც “სერიოზულს” ახასიათებს. ხიდზე შესაძლოა ასევე ჰქონდა ადგილი თავდასხმას ცივი იარაღის გამოყენებით.
BBC იუწყება, რომ მიკროავტობუსი 80 კმ/საათში სიჩქარით გადაადგილდებოდა.

პოლიცია “ლონდონ-ბრიდჯსა” და ბორო მარკეტის რაიონში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს ტერორისტულ აქტად აფასებს

ლონდონის პოლიციამ “ლონდონ-ბრიდჯსა” და ბორო მარკეტის რაიონში მომხდარი შემთხვევები ტერორისტულ აქტად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ლონდონის პოლიცია “ტვიტერის” გვერდზე აქვეყნებს.

მათივე თქმით, ვოქსჰოლის რაიონში მომხდარი თავდასხმა ცივი იარაღის გამოყენებით არ უკავშირდება “ლონდონ-ბრიდჯზე” მომხდარ ინციდენტს.

ლონდონში, “ლონდონ-ბრიდჯის” ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიცია შემთხვევას როგორც “სერიოზულს” ახასიათებს. ხიდზე ასევე ჰქონდა ადგილი თავდასხმას ცივი იარაღის გამოყენებით.
BBC იუწყება, რომ მიკროავტობუსი 80 კმ/საათში სიჩქარით გადაადგილდებოდა. პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაღუპულია, სულ მცირე 20 ადამიანი კი დაშავებული.