fbpx
საბერძნეთი

არქეოლოგიური ძეგლების ტერიტორია და მუზეუმები კვირის ბოლოს დაიკეტება

მუზეუმებისა და არქეოლოგიური ადგილების თანამშრომლები კვირის ბოლოს 48 საათით გაიფიცებიან. გამომდინარე აქედან აკროპოლი, მიმდებარე მუზეუმი და ა.შ. დაკეტილი იქნება.

გაფიცვის მიზეზი დასაქმებულთა სამუშაო პირობებია. ისინი კულტურის სამინისტროსგან 33 არქეოლოგისა და სპეციალიზირებული დაცვის 200 თანამშრომლის დაქირავებას ითხოვენ და სამინისტროსგან პასუხს დაოყოვნებლივ ელიან.

მათი მოთხოვნები ასევე ეხება უკვე დასაქმებულთა უფლებების დაცვას, მაალითად: მუზეუმების დამლაგებლების, დაცვის თანამშრომლების და ა.შ.

საბერძნეთის ტურიზმისა და მოგზაურობის სააგენტოები მოუწოდებენ ხელისუფლებას გააკეთონ მაქსიმუმი, რათა ხელი არ შეეშალოს ქვეყანაში ტურისტების ჩადინებას. მართალია, კერძო მუზეუმები ღია იქნება, თუმცა, ისინი ძირითადად აკროპოლსა და სხვა ყველაზე ცნობილ არქეოლოგიურ ძეგლებს სტუმრობენ.

onalem

ტესტ