fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

არნაუტი: ”ვეუბნებოდი, რომ მეშინოდა, მაგრამ პადელი საჭის გაკონტროლებას არც კი ცდილობდა”

”დროა ვისაუბრო, რადგან ახლა სასამართლოს გადაწყვეტილება ხელში მიჭირავს. მე აგრესიული ვიყავი, რადგან ეს თავდაცვა იყო. მე უნდა გავმკლავებოდი მის გულშემატკივრებს, რადგან ისინი პასუხისმგებლობას მე მაკისრებდნენ,” ამბობს მინა არნაუტი ტელეკომპანია Alpa-ზე. ის პადელი პადელიდის სიკვდილის შემდეგ, საჯაროდ პირველად საუბრობს.

”პადელის უფრო ადრე შევხვდი, ვიდრე ცნობილი გახდებოდა. ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო და ურთიერთობას მას შემდეგაც ვაგრძელებდით, როცა პოპულარული გახდა. ჩვენ შორის რაიმე ინტიმური არასოდეს ყოფილა. ის ჩემთვის მეგობარი უფრო იყო, ვიდრე მომღერალი. მოგვიანებით კი ფროსო გავიცანი. როცა შემთხვევა მოხდა, უკვე 1 წლის ნაცნობები ვიყავით. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.

პადელი კლუბში რეპეტიციას გადიოდა. შემდეგ ფროსოს დაურეკა და უთხრა, რომ მოსულიყო. ისიც მოვიდა, რის შემდეგაც პადელიმ პოკერის სათამაშოდ წასვლა შემოგვთავაზა. მე არ ვიცოდი, რომ ეს პოკერის სათამაშო კლუბი იყო. პადელის იქ ყველა იცნობდა, ის პროფესიონალი იყო. მე არასოდეს მინახავს მისგან წაგებული ფული. როცა საავადმყოფოდან გამოვედი, ერთ კაცს შევხვდი, რომელიც იქ თამაშობდა და მითხრა, რომ მათი მიზანი თამაშში ფულის მოგება არასოდეს ყოფილა. ისინი მხოლოდ გასართობად თამაშობდნენ.

მე ხშირად მივდიოდი და ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ, თუმცა, მაგიდასთან არ ვჯდებოდი, რადგან თამაში არ ვიცოდი. არც ის ვიცი, რამდენი დალია პადელიმ, ის არ ჰგავდა კაცს, რომელიც უზომოდ სვამდა და არ იცოდა, შემდეგ რას აკეთებდა. მეც დავლიე.

დაახლოებით 8 საათზე სახლში წავედით. მას საჭესთან დაჯდომა სურდა და ნასვამს არ ჰგავდა. მთვრალი რომ ყოფილიყო, ტაქსით წავიდოდით, მანქანაში არ ჩავჯდებოდით. თუმცა, ის არ იყო კაცი, რომელიც ჩვენ მოგვისმენდა. ვინაიდან არ ვიცოდით, რამდენი ჰქონდა დალეული, მანქანაში ჩავსხედით.

ჩვენ მივდიოდით და მე სახლში უნდა მივეყვანე, ისინი სად წავიდოდნენ, არ ვიცოდი. თავდაპირველად ღვედი არ მეკეთა. ის სწრაფად მიდიოდა და როცა გლიფადაში ვიყავით, ვუთხარი, რომ შეენელებინა, რადგან მეშინოდა. თუმცა, ვიგრძენი, რომ მან სიჩქარეს მოუმატა, ამის შემდეგ კი ღვედი გავიკეთე.

შემდეგ გავაანალიზე, რომ კედელს ვეჯახებოდით და ვხედავდი, რომ პადელი საჭის გაკონტროლებას არც კი ცდილობდა. მას არ ჩასძინებია, მე მეშინოდა ამის და სახეში ვუყურებდი,” ჰყვება გარდაცვლილი მომღერლის მეგობარი მინა არნაუტი.

onalem

ტესტ