ბურჭულაძე: დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს

დღეს პაატა ბურჭულაძემ განმუხურში სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა და სიტყვითაც გამოვიდა.

“შეიძლება ადამიანმა ამდენი ხანი, 25 წელი იმედით უყურო მომავალს და ეს მომავალი არაფრით არ დადგეს?! ხშირად მეკითხებიან, რამ მომიყვანა პოლიტიკაში? მოკლედ გიპასუხებთ, იმედგაცრუებამ!

გუშინ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ პენსიონერი ასეთი გაჭირვებული არ ყოფილიყო. შეიძლებოდა, რომ პენსიონერებს სწორად რომ გადანაწილებულიყო ბიუჯეტი, 250 ლარი უკვე გუშინ ჰქონოდათ. შეიძლებოდა რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნორმალურად ეცხოვრათ.

ჩვენ გვაქვს გეგმა: დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს.” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ