fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

არგოსი: 30 წლის ქალი 20 მიგრანტის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა

არგოსის 30 წლის მაცხოვრებელს მიგრანტების ბრბო აედევნა. ინციდენტი 2017 წლის 19 ნოემბერს მოხდა, როდესაც ქალი თავის სახლთან ახლოს მიდიოდა. იქ კი მიგრანტები, ავღანეთისა და პაკისტანის მოქალაქეები იყვნენ დასახლებული.

როცა 20 მიგრანტისგან შემდგარმა ბრბომ ქალი დაინახა, მას გაჰყვა. მამაკაცები ყველანაირი გზით ცდილობდნენ შეხებოდნენ და მისი მისამათით სექსუალური ხასიათის რეპლიკებს ისროდნენ. ქალმა ყვირილი დაიწყო და გარბოდა.

საბედნიეროდ, სწორედ ამ დროს მისი ძმებიდან ერთ-ერთი სახლში ბრუნდებოდა, როცა დის ყვირილი გაიგონა, მაშინვე ადგილზე გაჩნდა და მას დაეხმარა. შემდეგ კი მეორე ძმაც მივიდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. მიგრანტებს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატა და ორივე ძმა სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც სერიოზული დაზიანებები მიიღეს.

პოლიციის გამოძახებისთანავე მიგრანტები გაიქცნენ, თუმცა მათი იდენტიფიცირება სწრაფად მოხდა და ისინი გაუპატიურებისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დააპატიმრეს. დაკავებულთა რაოდენობა 30-მდე აღწევს, ისინი არიან პაკისტანისა და ავღანეთის მოქალაქეები. გაიკვა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო და ასე ხშირად იქცეოდნენ.

იგივე დანაშაულის გამო პაკისტანელი მიგრანტები დააკავეს რამდენიმე თვის წინ ასპროპირგოსშიც.

onalem

ტესტ