fbpx
საზოგადოება

არგირუპოლი: დღეს თვითმკვლელობის მსხვერპლი 15 წლის ნიკო დაკრძალეს

დღეს შუადღეს 15 წლის მოზარდი, რომელმაც საკუთარ აივანზე თავი ჩამოიხრჩო, დაკრძალეს. არგირუპოლის სასაფლაოზე ნიკოს ფილიპოსს ოჯახი და მეგობრები უკანასკნელად გამოემშვიდობნენ. თითოეულ ადამიანს თეთრი ყვავილები ეჭირა და ამბობდა, თუ რა ჩაკეტილი იყო მოზარდი, რომელმაც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრეც კი არაფერი დაიჩივლა და დიდი ხნის მანძილზე იტანდა დამცირებას თანაკლასელების მხრიდან.

მან დატოვა წერილი, რომელშიც აღწერს, როგორ და ვინ აბულინგებდა კონკრეტულად. აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე ის მეგობრის დაბადების დღეზე იყო, სადაც ძალიან მხიარულად გამოიყურებოდა.

მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლო სტატუსია: “ვინც თქვენი არ ყოფნისას თქვენზე ცუდად ლაპარაკობს, თქვენი იქ ყოფნის ეშინია.”

onalem

ტესტ