fbpx
საზოგადოება

არგირუპოლი: 15 წლის ბიჭის სიცოცხლის ბოლო საათები (ვიდეო)

protothema.gr-ს გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის მეგობარი ვიდეო კადრებს უზიარებს, რომელშიც სუიციდის მსხვერპლი მოზარდის სიცოცხლის ბოლო საათებია აღბეჭდილი. ის, მანამდე, სანამ აივანზე თავს ჩამოიხრჩობდა, მეგობრის დაბადების დღეზე იყო და ბედნიერად გამოიყურებოდა.

ჩანს, რომ ბიჭი ერთობა და ყველა იქ მყოფი მისი მეგობარია..ვერავინ ხვდებოდა, რას ფიქრობდა და გრძნობდა ის.

სწორედ ეს მომენტები აჩენს ბევრ კითხვასა და დაბნეულობას.

ბიჭი დაბადების დღიდან დაბრუნდა და თავი მოიკლა.

იხილეთ ვიდეო-მასალა:

მისი მეგობარი ამბობს, რომ ხედავდა, როგორ ჩაგრავდნენ მას თანაკლასელები და ზოგიერთი სხვა კლასის მოსწავლეც, თუმცა, ისიც პასუხობდა. როცა სცემდნენ, ისიც ურტყამდა. ხშირად ეუბნებოდნენ, რომ იქაურობა დაეტოვებინა, რადგან მათი სამეგობროს შესაფერისი არ იყო.

მას ახასიათებენ, როგორც მგრძნობიარე ბავშვს, რომელიც გულს ადვილად არავის უშლიდა. სწორედ ეს აღიქმებოდა სისუსტედ და ის ხშირად ხდებოდა ვერბალური თავდასხმის მსხვერპლი. ამავე დროს, ბიჭი საუკეთესო მოსწავლე იყო.

onalem

ტესტ