fbpx
ემიგრაციული სიახლეები

არჩილ თალაკვაძის ინიციატივით კანონის ის ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება მთლიანად ამოღებული იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინიციატივით, კანონის ის ნაწილი, რომელიც  საზღვარგარეთ თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება, მთლიანად ამოღებული იქნება და მეორე მოსმენაზე გადამუშავებული ვერსია წარდგება. “რაც შეეხება სისხლის სამართლის ნაწილს, ეს ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეეხებათ. შესაბამისად, ჩანაწერი, რომელმაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები გამოიწვია და საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება, მთლიანად ამოღებული იქნება და მეორე მოსმენაზე გადამუშავებულ ვერსიას წარვადგენთ“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აღსანიშნავია რომ აღნიშნული გადაწყვეტილება  კანონპროექტის თანა ავტორის და მმართველი ძალის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინიციატივით  ემიგრაციაში მცხოვრებ თანამემამულეებთან გამართული კონსულტაციების შემდგომ იქნა მიღებული.

როგორც “ქართული ოცნების” ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს: კანონპროექტის გადამუშავეულ და წარდგენილ ვერსიაში დასჯადი მუხლი ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არ შეეხებათ და დასჯადი მხოლოდ  საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან უკანონოდ გადაყვანა იქნება”. 

მისივე განმარტებით: “კანონპროექტის მთავარი მიზანი საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე საქართველოს სახელმწიფოს სამართალდამცველებისთვის იგივე უფლებით აღიჭურვა იქნება, რომელიც შენგენის ზონაში ევროკავშირის მესაზღვრე-პოლიციელსაც აქვს ანუ  თუ საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში შესასვლელად ვალიდური დოკუმენტი არ აქვს, პოლიციელს მისი შეჩერების უფლება ექნება .”

ასევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ჯერ კიდევ გრძელდება მსჯელობა საკითხზე, რა დოკუმენტებით და როგორ უნდა დაადასტუროს საზღვარზე საქართველოს მოქალაქემ, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება: “ჯერ კიდევ ვმსჯელობთ კრიტერიუმებზე, როგორ უნდა დაასაბუთოს საქართველოს მოქალაქემ, რომ სამშობლოში დაბრუნდება.კომიტეტზე შემოთავაზება იყო სამგზავრო ბილეთთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დაბრუნების დასადასტურებლად ბილეთი, შესაძლოა, ერთადერთი აუცილებელი დოკუმენტი არ იყოს. რა დოკუმენტები შეიძლება დაემატოს აუცილებლად წარსადგენი საბუთების ჩამონათვალს, ამაზე მსჯელობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის კოდექსში ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციისთვის პარლამენტში სპეციალურ კანონს მიიღებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, დღეს ,პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

onalem

ტესტ