fbpx
საქართველო

არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. გადაწყვეტილება ცესკო-ში მიმდინარე სხდომისას მიიღეს.

28 ნოემბერი ოთხშაბათია და საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდება. თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა გაუჭირდებათ რეგიონებში რეგისტრირებულ და უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს. ამის გამო, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი დროით, ღამის 12 საათამდე შეძლებენ კენჭისყრაზე მისვლას.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და ცესკოს მოუწოდეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს დანიშნოს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ Edison Research-ის ჩატარებული კვლევის შესახებ განაცხადა, რომ “28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება”.

არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და “ძალა ერთობაშია”-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.

onalem

ტესტ