“არც ჟიურიმ და არც კონკურსანტებმა არ დამაფასეს” – თამთა My Style Rocks-ზე საუბრობს

“ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ პროექტი დავტოვე,” ასეთია თამთა მასტორაკის შეფასებები რეალითი შოუსთან დაკავშირებით, რომელიც მან საკუთარი სურვილით დატოვა. My Style Rocks-დან წამოსვლის შემდეგ ის ბერძნულ პრესასთან გულახდილად საუბრობს. რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება?!

“ვფიქრობ, რომ ჟიურისა და მონაწილეების მხრიდან შეურაცხყოფილი ვიყავი. სახელების თქმა არ მინდა, რადგან ეს ლამაზი არ არის. მე მშვიდი ადამიანი ვარ და ამიტომ არანაირ ინტრიგებს არ ვაგდებ. თუმცა, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ინტრიგები უნდოდათ.

როგორც მონაწილისთვის, ეს ყველაფერი საინტერესო იყო. თავიდან ძალიან კარგი იყო, თუმცა, სამი კვირის შემდეგ გაუარესდა, გადაღებები 20 საათის მანძილზე მიმდინარეობდა და მხოლოდ ნახევარი დღე გვქონდა 6 ლუქის მოსარგებად. ეს დიდი სტრესი და ზეწოლა იყო. ხალხმა ეს არ იცის, რადგან ამას ვერ ხედავს.

ჟიურიდან ყველაზე უხეში კუდუნარისი იყო, მაგრამ მას აქვს ცოდნა და თავისი აზრი, რასაც პატივს ვცემ. ჟიურის შენ აჰყავხარ მაღლა, ხანდახან კი დაბლა გაგდებს. თავიდან სტილი ვაჩვენე და პირველი ვიყავი, მაგრამ შემდეგ ზეწოლის შედეგად მე უკან უკან სვლა დავიწყე. თუმცა, ეს არის ჩემი სტილი და მე არ ვამეორებ არაფერს. ვფიქრობ, რომ არც ჟიურიმ და არც კონკურსანტებმა არ დამაფასეს. ამიტომ ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ პროექტი დავტოვე.”

 

 

Δείτε αυτή τη δημοσίευση στο Instagram.

 

Good morning 😊 @grmystylerocks @my_style_rocks_2 @skaitv.gr @christinejoegr @joetogou ❤️

Η δημοσίευση κοινοποιήθηκε από το χρήστη T A M T A M A S T O R A K I (@tamtamastoraki) στις

 

Δείτε αυτή τη δημοσίευση στο Instagram.

 

Πρώτη μέρα του @grmystylerocks Πρώτη νικήτρια της μέρας 👑 Εγώ κρατάω τις καλές Στιγμές και αναμνήσεις Μόνο 🙏❤️ @my_style_rocks_2 @skaitv.gr #hairstyle @giorgoskatsiginis #makeup @vasialymperopoulou

Η δημοσίευση κοινοποιήθηκε από το χρήστη T A M T A M A S T O R A K I (@tamtamastoraki) στις

 

melano

ტესტ