fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

არალეგალური კაზინო ათენში: კლიენტები ცნობილი მომღერლები და დეპუტატობის კანდიდატები არიან

კალამაკში მდებარე ერთ-ერთი კაზინო არალეგალურად ფუნქციონირებდა. პოლიციელთა მთავარი მიზანი, რომლებიც ფარულად მოქმდებენდნენ, 32 წლის ალბანეთის მოქალაქის დაკავება იყო. ის კაზინოს მფლობელია.

დათვალიერების პროცესში მისი მოძებნა ვერ მოხერხდა, რადგან მანამდე გაიქცა. ოპერაცია მაქსიმალურად გასაიდუმლოებული იყო, რომელშიც 40 პოლიციის თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას.

მათ კაზინოს 5 თანამშრომელი და 13 კლიენტი დააკავეს, რომელთა შორის არიან შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები და დეპუტატობის კანდიდატები.

კაზინოს ოთახებიდან ამოღებულია 34 კომპიუტერი, რომლებშიც სხვადასხვა სათამაშო პროგრამები იყო ჩაწერილი, ასევე, 54 გრამი კოკაინი, მარიხუანა და ნაღდი ფული 7 000 ევროს ოდენობით.

onalem

ტესტ