fbpx
ემიგრაციული სიახლეები

არალეგალი ემიგრანტების საკითხზე ელჩი ქართულენოვან იურისტებს შეხვდა

მიმდინარე წლის 16 მაისს,  საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბ-ნ იოსებ ნანობაშვილის ინიციატივით შედგა შეხვედრა საბერძნეთში ლიცენზირებულ ქართულენოვან იურისტებთან.

შეხვედრის მიზანს და თემას წარმოადგენდა საბერძნეთში არალეგალურად მყოფი ემიგრანტების მდგომარეობის განხილვა და მათ წინაშე არსებული პრობლემა – ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მიღების საკითხი.

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები და ინიციატივები ორივე მხრიდან და ხაზი გაესვა პრობლემის სირთულეს , ვინაიდან საკითხი საბერძნეთის ტერიტორიაზე კანონდარღვევით მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონის ჩარჩოებში მოქცევას ეხება.
გამოიკვეთა ჩვენი თანამემამულეების ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი და მათთვის გადამოწმებული, სანდო ინფორმაციების მიწოდების საჭიროება. მომავალ შეხვედრაზე დაიგეგმა საბერძნეთის მიგრაციის შესახებ კანონში ახალი ცვლილებების ინიცირება, რომლებიც გაუმართივებს საქართველოს მიქალაქეებს საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზებას.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად , საელჩოს და საკონსულოს წარმომადგენლები და კონსული ბ-ნი გალაქტიონ პაიჭაძეც ესწრებოდა. იურისტების მხრიდან წარმოდგენილები იყვნენ ნანა აბულაძე, ლეონიდას პავლიდის, დიმიტრი ტატარიდის , რევაზ კიკნაძე და მარა ხიმსიადუ. საინფორმაციო ცენტრების მხრიდან წარმოდგენილები იყვნენ – ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი და georgians.gr-ის ხელმძღვანელი ბექა ბექაური.