fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთი: არ გეკუთვნის ბინადრობის ნებართვა & თავშესაფარი? არსებობს გამოსავალი!

იცოდით რომ თავშესაფრის სამსახურის წინააღმდეგ შეგიძლიათ გააგზავნოთ სასამართლო საჩივარი (Εξώδικο) ადვოკატის დახმარებით? 

ცნობილია, რომ საბერძნეთის თავშესაფრის სამსახური ორი გზით იძლევა თავშესაფრის დამადასტურებელ დოკუმენტს (‘Ασυλο):

  • სკაიპის მეშვეობით
  • ადგილზე მისვლით

თუმცა, რეალურად პრობლემა იმაშია, რომ სკაიპს არასოდეს პასუხობენ და თუ ადგილზე მიხვედით, როგორც წესი უკან გიშვებენ, იმ შემთხვევაში, თუ ხართ ჯანმრთელი, სრულწლოვანი & იმ ქვეყნიდან წამოსული, სადაც ომი არ არის.

ანუ, ფაქტობრივად, თავშესაფრის დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება ურთულესია, რადგან საქართველოში ომი არ არის და თქვენ პოლიტიკური დევნილი არ ბრძანდებით.

შესაბამისად, ქართველები, რომლებიც სკაიპის მეშვეობით ან ადგილზე მისვლით რაიმე დოკუმენტის ხელში დაჭერას ახერხებენ, ეს დოკუმენტი თითქმის ყველა შემთხვევაში თქვენ მიერ შევსებული განაცხადია (ბერძნულად: δελτίο αιτησαντος ασυλου), რომელიც იუწყება, რომ თქვენ მოთხოვნილი გაქვთ თავშესაფარი საბერძნეთში და ელოდებით თავშესაფრის სამსახურის გადაწყვეტილებას, მიიღებთ თუ არა თავშესაფარს. რაზეც, როგორც აღვნიშნეთ, საბოლოო პასუხად თითქმის ყველა უარს იღებს.

ასე რომ, რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოდან წამოვიდნენ და დაარღვიეს უვიზო რეჟიმი, რათა უკეთესი მომავალი იპოვონ? ასევე, რა შეუძლიათ გააკეთონ მათ, ვისაც ბინადრობის ნებართვა & თავშესაფარი არ ეკუთვნით?

შეავსეთ ფორმა და დაგიკავშირდებიან საადვოკატო ბიუროდან 

    რადგან თქვენ რამოდენიმე თვეა იმყოფებით საბერძნეთში და ჯერჯერობით არ გაქვთ უფლება აიღოთ ლეგალურად ცხოვრების ნებართვა (ბერძნულად: ‘Αδεια Διαμονής), ან კიდევ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო თავშესაფრის დამადასტურებელი დოკუმენტი (‘Ασυλο), მაშინ, ნებისმიერი ადვოკატის დახმარებით შეგიძლიათ გააგზავნოთ საჩივარი თავშესაფრის სამსახურების წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ აიღოთ დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ თქვენ საბერძნეთის ტერიტორიაზე ხართ და ცდილობთ მოიპოვოთ თავშესაფარი საბერძნეთში და ამავე დროს, ელოდებით თავშესაფრის სამსახურის რეაგირებას.

    რაში გამოგადგებათ აღნიშნული დოკუმენტი?

    იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთის პოლიციამ გაგაჩერათ, უმეტეს შემთხვევაში (თუმცა ყველა შემთხვევაში არა), როდესაც დოკუმენტს აჩვენებთ, პოლიცია გაგიშვებთ და არ გადაგიყვანთ უცხოელ პატიმრების საკანში.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ დოკუმენტი არ იძლევა გარანტიას, რომ პოლიციელმა თუ გაგაჩერათ, ყველა შემთხვევაში გაგიშვებთ. თქვენი დაკავება მთლიანად დამოკიდებულია ბერძენ პოლიციელზე. თუმცა, აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში დიდი შანსი გაქვთ, თავიდან აიცილოთ დაკავება.

    იმ შემთხვევაში, თუ დაგაკავეს და საკანში გადაგიყვანეს, ნებისმიერ საქმის მცოდნე ადვოკატს (რომელიც ჩაერთვება თქვენი გათავისუფლების პროცესში) შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული დოკუმენტი და თავიდან აგარიდოთ დეპორტი.

    და ბოლოს, თუ იმყოფებით საბერძნეთში და ხელში არცერთი დოკუმენტი გიჭირავთ, ამავე დროს, არ გეკუთვნით თავშესაფრის ოფიციალური დამადასტურებელი საბუთი (‘Ασυλο), ისევე როგორც ბინადრობის ნებართვა (‘Αδεια Διαμονης), მაშინ,  საბერძნეთის თავშესაფრის სამსახურის წინააღმდეგ გაგზავნილი სასამართლო საჩივარის დამადასტურებელი დოკუმენტი საუკეთესო ვერსიაა, რათა თავი აარიდოთ საბერძნეთის პოლიციას (უმეტეს შემთხვევაში).

    სად შეგიძლიათ მოიპოვოთ აღნიშნული დოკუმენტი? 

    იურიდიული კომპანია Advalaw აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ დაგეხმარონ აღნიშნული დოკუმენტის მოპოვებაში! შეგიძლიათ ან პირდაპირ დარეკოთ მათ ტელეფონის ნომერზე, ან შეავსოთ აღნიშნული ფორმა და ისინი დაგიკავშირდნენ პირდაპირ.

    მისამართი: სოფოკლეუს 7-9 (ომონიასა და პანეპისტიმიუს შორის, პლატია კოძიასთან)
    სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევამდე. დილის 9-დან საღამოს 5-მდე
    ტელეფონი: 211-1054100