fbpx
საზოგადოება

არ აიღოთ კენჭი სკიათოსის სანაპიროდან – დამრღვევები ჯარიმდებიან

“მრგვალი თეთრი კენჭები, რომელთაც ჩვენ “ლალარიას “ვუწოდებთ (ანტიკური სიტყვიდან ლას = ქვა) იქმნება მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელიც მხოლოდ ზღვაზეა ხელმისაწვდომი.

უკანასკნელ წლებში სკიათოსის პორტთან თანამშრომლობით, ჩვენ წამოვიწყეთ სანაპირო დაცვის საინფორმაციო კამპანია “, – თქვა თოდორის ძუმასმა სკიათოსის კულტურის ასოციაციის წარმომადგენელმა.

წელს, გემებზე განთავსდა წარწერა “გადაიღეთ ფოტო, ნუ აიღებთ კენჭს, გადავარჩინოთ ლალარიას სანაპირო”, რათა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ იკრძალება ბუნებრივად მხოლოდ ამ რეგიონში წარმოქმნილი კენჭების წაღება.

კულტურული ასოციაციის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ უნიკალური ლანდშაფტი იცვლება, რაც შესამჩნევია წინა ათწლეულთან შედარებით, ისე, რომ სანაპიროს დაცვა აუცილებელი გახდა.

onalem

ტესტ