fbpx
საბერძნეთი

ამ კვირას, აქცია ათენში მაკედონიისთვის: მიზანი – 1 მილიონი ადამიანის შეკრება ათენის ცენტრში

კვირას, 4 თებერვალს, ათენის სინდაღმის მოედანზე დაგეგმილია აქცია, მაკედონიის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საბერძნეთისა და მაკედონიის მთავრობები დიალოგს მართავენ, რათა თითქმის 25 წლის შემდეგ, ერთობლივად შეთანხმდნენ, თუ რა ოფიციალური სახელი ექნება ამჟამინდელ ქვეყანას, მაკედონიას.

საბერძნეთს, ყოველთვის მიაჩნდა, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ უკანონოდ გამოიყენა “მაკედონია”, როგორც ქვეყნის სახელი და ბერძნული ისტორიის ნაწილი მიითვისა.

შესაბამისად, 25 წლის მანძილზე, საბერძნეთი ყოველთვის ნეგატიურად იყო განწყობილი, მაკედონიის ევროკავშირში თუ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მაკედონიის ამჟამინდელმა მთავრობამ საბერძნეთთან დიალოგის გამართვის და პრობლემის დაძლევის სურვილი გამოთქვა, რადგან სურთ რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდნენ.

ნატოც, ერთის მხრივ, საბერძნეთს ეხმარება და ოფიციალურად აცხადებს, რომ თუ მაკედონია-საბერძნეთი ოფიციალურად შეთანხმდებიან ქვეყნის სახელწოდებაზე, ნატო მაშინვე მიიღებს ამჟამინდელ მაკედონიას და სრულ უფლებიანი წევრი-ქვეყანა გახდება.

უმეტეს ბერძენს არ სურს, რომ ახალ სახელწოდებაში “მაკედონია” იყოს ნახსენები. შესაბამისად, სინდაღმაზე, ამ კვირას, 4 თებერვალს, დაგეგმილია უდიდესი აქცია, რომელზეც მილიონზე მეტ ადამიანს ელიან.