fbpx
საზოგადოება

ანტონის რემოს – ივონი ბოსნიაკი: ქორწილის დიდი სამზადისი!

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ანტონის რემოს და ივონი ბოსნიაკის მდიდრული ქორწილი კუნძულ მიკონოსზე, ივლისში უნდა გამართულიყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს სიმართლე არ არის. მათ დიდი სამზადისი აქვთ, თუმცა, გეგმები შეიცვალა!

კერძოდ, რემო და ბოსნიაკი სექტემბერში იქორწინებენ და ცერემონია ძალიან თანამედროვე იქნება. ამასთანავე, შეიცვალა ადგილიც. ცნობილმა მომღერალმა და მისმა რჩეულმა შეუღლება ათენში არჩიეს.

როგორც ის აცხადებს, პროფესიის გამო, მათ არ აქვთ დრო ასეთ მოკლე ხანში მოაგვარონ თითოეული დეტალი.

გარდა ამისა, წყვილი მუდმივად თავს არიდებს პირად ცხოვრებაზე საუბარს, შესაბამისად არავინ იცის, ქორწილის ზუსტი თარიღი და ცერემონიაც ძალიან ვიწრო წრეში ჩატარდება, პაპარაცებისა და კამერების გარეშე.

onalem

ტესტ