fbpx
საზოგადოება

ანტონის რემომ კონცერტიდან შემოსული 100,000 ევრო მატის ხანძრით დაზარალებულებს გადაურიცხა

ბერძნული მედიის ცნობით, ანტონის რემომ უდიდესი წვლილი შეიტანა მატის ხანძრით დაზარალებულთა დახმარების საქმეში. აქამდე უცნობი დეტალი იყო, თუმცა, რემომ სამდღიანი გლოვის შემდეგ კუნძულ მიკონოსზე ჩაატარა კონცერტი, რომლიდან შემოსული თანხაც დაზარალებულ მოსახლეობას გადასცა.

კონცერტი ნამოს ცნობილ სანაპიროზე შედგა, ხოლო გადარიცხული თანხა 100,000 ევროს უდრის.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი რემოს და სანაპირო ნამოს ხელმძღვანელობის ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად გაიმართა.

თითოეულ მაგიდაზე განთავსებული იყო ბროშურა, რომელზეც განთავსებული იყო ბანკის ანგარიში. დამსწრე საზოგადოებას შეეძლო თანხა გადაერიცხა მატის კატასტროფით დაზარალებულთათვის.

ისინი მოუწოდებენ კუნძულის სხვა ბიზნეს ობიექტების ხელმძღვანელობებს მიმართონ მსგავს ღონისძიებებს და შეძლებისდაგვარად დაეხმარონ ატიკის ხანძრის მსხვერპლ მოსახლეობას.

onalem

ტესტ