fbpx
კრიმინალი

“ანგარიშზე 2 მილიონი ევრო მაქვს” – რას ამბობს მამაკაცი, რომელმაც ლეპტერი პადაზი გაძარცვა

დაკავებულმა 61 წლის თაღლითმა ცნობილ მომღერალს 60, 000 ევრო დაუბრუნა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პადაზი მისი ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა.

გასაოცარია ფაქტი, რომ მამაკაცი ამ საქმიანობით 1978 წლიდან იყო დაკავებული. თავიდან მსუბუქი სახის ქურდობებით დაიწყო, შემდეგ კი უფრო სერიოზული ხასიათის თაღლითური სქემები შექმნა.

ის უკავშირდებოდა ცნობილ პირებს, თავს აცნობდა ფილანთროპ ადამიანად, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებდა და სწორედ ამისთვის, თაღლითურად, ფულს სძალავდა.

მამაკაცი ასევე იტყუებოდა, რომ მაღალი თანამდებობის პირების ნათესავი იყო და ამით მომავალი მსხვერპლის ნდობას იმსახურებდა.

ლეპტერი პადაზისთვის გამოძალული თანხა 60, 000 ევროა. მან ასევე უკან დააბრუნა 75, 000 ევრო, 35, 000 ევრო 85, 000 ევრო და 8, 800 ევრო, რომელიც ცალკეულ პირებს გამოსძალა.

მან სოლიდური თანხების უკან დაბრუნება შეძლო, რადგანაც, განაცხადა, რომ ანგარიშზე მსგავსი საქმიანობით დაგროვილი, 2 მილიონი ევრო ჰქონდა.

onalem

ტესტ