fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ანარქისტები იაგძოღლუს გამო ათენის განადგურებით იმუქრებიან

როგორც უკვე ცნობილია, ანარქისტების ჯგუფმა ერმუს ქუჩაზე გასულ სამშაბათს მაღაზიების დიდი ნაწილი გაანადგურა. ამ ყველაფერს კი პოლიციამ ხელი ვერ შეუშალა.

ოთხშაბათს კი მათ გამოაქვეყნეს მუქარის შემცველი განცხადება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ იაგძოღლუზე თავდასხმას გარკვეული კავშირი აქვს ყოფილ პრემიერზე, ლუკას პაპადიმოზე ტერორისტულ თავდასხმასთან.

“ჩვენ ღამით ათენის ცენტრს დავესხით თავს. ჩვენგან მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო პოლიციის ჯგუფი. ჩავამტვრიეთ რამდენიმე მაღაზია ისე, რომ მათ ეს ვერ შენიშნეს. ეს კოსტა იაგძოღლუს მიმართ გამოხატული სოლიდარობის მხოლოდ ნაწილია. თუკი არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, გადაიყვანონ ის კორიდალოს ციხეში, ჩვენ ათენს გავანადგურებთ.

ყველაფერი ან არაფერი,” ნათქვამია განცხადებაში.

onalem

ტესტ