fbpx
კულტურასაზოგადოება

ანა ვისი და სხინასი კიფისიაში საშობაო ნაძვის ხეს გაანათებენ!

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კიფისიაში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, 2 გრანდიოზული კონცერტია დაგეგმილი. ცნობილი მომღერლები, ქალაქის მერთან, გიორგოს თომაკოსთან ერთად, საშობაო ნაძვის ხეს აანთებენ კიფისიასა და ნეა ერითრეაში. ამით, ისინი დეკემბრის თვის სადღესასწაულო პროგრამას გახსნილად გამოაცხადებენ.

პარასკევს, 7 დეკემბერს, დიონის სხინასი კონცერტს გამართავს ნეა ერითრეაში. მომღერალი საკუთარი რეპერტუარის გარდა, საშობაო სიმღერებსაც შეასრულებს და მსმენელს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის.

8 დეკემბერს კი, კიფისიაში, ანა ვისის კონცერტი გაიმართება, სადაც იგი საშობაო ნაძვის ხეს საზეიმოდ აანთებს. მომღერალი დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება.

onalem

ტესტ